четверг, 13 декабря 2012 г.

ლიმონათი



მასალა:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 5 ჭიქა წყალი
  • 6 ცალი დიდი ზომის ლიმონი
ლიმონათი
ლიმონათი
მცირე ზომის ქვაბში ჩაასხით ერთი ჭიქა წყალი, ჩაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე. თან გამუდმებით ურიეთ, რომ შაქარი მთლიანად გაიხსნას. შემდეგ ეს სითხე გააცივეთ.
მიღებულ სიროფს სპეციალურ ჭურჭელში შეურიეთ ექვსი ლიმნის წვენი და ოთხი ჭიქა ცივი წყალი. გააცივეთ კარგად.
ჭიქებში ჩაყარეთ ყინულის ნატეხები და შეავსეთ მომზადებული ლიმონათით.
გამოდის 6 ჭიქა
გემრიელად მიირთვით!

1 комментарий:

  1. Merit Casino | Review and Bonus Offers | Chone Casino
    Merit Casino is a trustworthy, fun, new online casino that is licensed and regulated in Curacao. We would love matchpoint to see the casino 메리트카지노 come

    ОтветитьУдалить